მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: დი მარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: დი მარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ანხელ დი მარია „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. 34 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი გააფორმა.

დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანხელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბებერი ქალბატონის” პირველი ახალწვეულია. ის “იუვეში” 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ჩემთვის ეს ახალი ეტაპია, ძალიან ბედნიერი ვარ. იმ მომენტიდან, როცა შეთავაზებას დავთანხმდი, პირველივე დღიდან დავინახე, რომ ყველა ადამიანი გახდა, როგორც ოჯახი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს შენზე. სიმართლე ისაა, რომ ეს ძალიან მახარებს“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია 2015-2022 წლებშ პსჟ-ში თამაშობდა და 294 მატჩში 91 გოლთან ერთად 111 საგოლე პასი გააკეთა. მას ასევე უთამაშია „როსარიო სენტრალში“, „ბენფიკაში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“, ხოლო არგენტინის ნაკრების მაისურით 122 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …