მთავარი / სიახლეები / პოლ პოგბა სამედიცინო შემოწმებას გადის [VIDEO]

პოლ პოგბა სამედიცინო შემოწმებას გადის [VIDEO]

პოლ პოგბა J Medical-ში მივიდა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კონტრაქტს გააფორმებს და საღამოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

პოგბა „იუვენტუსმა“ „მანჩესტერიდან“, რომელსაც 2016 წელს 105 მილიონ ევროდ მიყიდა, უფასოდ დაიბრუნა. თან, ეს მეორედ გააკეთა, რადგან 2012 წელსაც ფრანგი უფასოდ დაიმატა. პოლს „იუვეში“ 2012-2016 წლებში 178 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გატანილი. პოლი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის 2012-2015 წლებში 6 ნომერი იყო, ხოლო 2015-2016 წლების სეზონი სწორედ 10 ნომრით ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მანამდე უფასოდ ანხელ დი მარია დაიმატა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …