ანხელ დი მარიას „იუვენტუსში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. არგენტინელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია.
მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად მომავალ კვირაში დადასტურდება და დი მარია ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მთავარი სიახლე ახლა ხელფასს შეეხება.
ადრე ცნობილი იყო, რომ დი მარია ამ ერთ წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებდა, მაგრამ ცნობილი ჟურნალისტი წერს, რომ არგენტინელის ხელფასი უფრო ნაკლები, 6 მილიონი იქნება, რასაც ბონუსები დაემატება, რაც მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობასა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, 34 წლის ფეხბურთელი ტურინულ გრანდს უფასოდ შეუერთდება.