მთავარი / სიახლეები / “იუვემ” და “ლივერპულმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

“იუვემ” და “ლივერპულმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „ლივერპულმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. Sportmediaset-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საუბარია ადრიენ რაბიოს ინგლისში და ნაბი კეიტას იტალიაში გადაბარგებაზე, ორივე ფეხბურთელი დაახლოებით ერთნაირად ფასობს (20 მილიონი ევრო), რის გამოც ბარტერი რეალურია.

რაბიოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და „ბებერ ქალბატონისთვის“ ფრანგის გასხვისება ახლა მომგებიანია. ნაბი კეიტას რაც შეეხება, იურგენ კლოპს ის მოსწონს, მაგრამ 27 წლის ნახევარმცველი ხშირად ტრავმიანობს.

გვინეელი „ლივერპულში“ 2018 წლიდან თამაშობს და 116 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ნაბი „ისტრის“, „ზალცბურგისა“ და „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …