მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” “ჯენოას” მცველის ტრანსფერი შეათანხმა

“იუვენტუსმა” “ჯენოას” მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ 22 წლის მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია.

იტალიური მედიის ცნობით, გენუური გუნდი 5.5 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა, იჯარით რადუ დრაგუშინს. ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

კამბიასომ გასულ სეზონში სერია A-ში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის მარცხენა მცველია, მაგრამ დაცვის მარჯვენა ფლანგზეც უპრობლემოდ თამაში შეუძლია.

კამბიასო „ჯენოამდე“ „ემპოლისა“ და „ალესანდრიას“ ღირსებას იცავდა. ანდრეა იტალიის 21-წლამდე ნაკრების წევრია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …