მთავარი / სიახლეები / დი მარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, ტრავმა დადასტურდა

დი მარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, ტრავმა დადასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ანხელ დი მარია ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებს.

არგენტინელ ფეხბურთელს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარცხენა ბარძაყის კუნთის დაბალი ხარისხის დაზიანება გამოავლინა. 10 დღის შემდეგ დი მარიას ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და სიტუაცია შეფასდება.

ეს ნიშნავს, რომ 34 წლის შემტევი მინიმუმ ორი კვირა იუქმებს, შესაბამისად, „სამპდორიასთან“ და „რომასთან“ მატჩებს გამოტოვებს.

დი მარიამ „იუვენტუსის“ მაისურით პირველივე ოფიციალურ მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, თუმცა, იმავე შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …