მთავარი / სიახლეები / დი მარიამ “იუვეს” “ფრაიბურგთან” პირველი რაუნდი მოაგებინა

დი მარიამ “იუვეს” “ფრაიბურგთან” პირველი რაუნდი მოაგებინა

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „ფრაიბურგი“ დაამარცხა, თუმცა, ეს არ არის უპირატესობა, რომელიც საპასუხო თამაშში მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს.

მოედანზე კი მასიმილიანო ალეგრის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა: 18 დარტყმა ერთის წინააღმდეგ! პირველ ტაიმში საერთოდაც, გერმანელებს არ დაურტყამთ. სამაგიეროდ, „იუვემ“ ბევრი საგოლე შანსი გაანიავა.

მეორე ტაიმის სტარტზე კი ფილიპ კოსტიჩის ჩაწოდების შემდეგ ანხელ დი მარიამ თავით გაიტანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლის შემდეგ „იუვენტუსმა“ უკან დაიხია და ვერ ვიტყვით, რომ შეტევაში ისეთი აქტიური იყო, როგორც გოლამდე.

ცუდი ისაა, რომ ფედერიკო კიეზამ ტრავმა მიიღო. ისევ მუხლის დაზიანება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის შეცვლების უფლება არ ჰქონდა, ის მოედანზე მაინც დარჩა, თუმცა, სირბილს ვერ ახერხებდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 15 წუთი ტურინულმა გუნდმა რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა.

საპასუხო მატჩი ზუსტად ერთ კვირაში გერმანიაში გაიმართება და „იუვენტუსს“ შედეგის დასაცავად თამაში მოუწევს.

„იუვენტუსი“ – „ფრაიბურგი“ 1:0 (0:0)

გოლები: 1:0 დი მარია (53)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …