მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ფრაიბურგი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ფრაიბურგი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალში შინ „ფრაიბურგი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6 – მისთვის მშვიდი საღამო იყო.

დანილო 6.5 – ყოველთვის ან თითქმის, საუკეთესოა. ინტენსივობისა და დამოკიდებულების თვალსაზრისით, ასევე ეფექტურობის გამო, თუმცა, გერმანელთა გაუქმებულ გოლზე შეცდა.

ბრემერი 6.5 – მარჯვენა მცველის პოზიციაზე უფრო მშვიდად ითამაშა.

ალექს სანდრო 6 – თითქოს გამოჯანმრთელდა, მაგრამ უმჯობესი იყო არ გაერისკათ.

ბონუჩი 6 – დაცვის ცენტრში გამოცდილებით დაბრუნდა და პრობლემები არ ჰქონია.

კუადრადო 6 – მეტოქეზე ერთი-ერთზე თამაშს ცდილობს, ცდილობს თავი სახიფათო გახადოს, მაგრამ შედეგი ამაღელვებელი არ არის.

მირეტი 5 – თამაშში ვერ ჩაერთო, თითქმის უხილავი იყო თანაგუნდელებისთვისაც.

ფაჯოლი 6.5 – ჩაერთო თამაშში და გუნდს ის მოუტანა, რაც პირველ ტაიმში მირეტიმ ვერ მისცა.

ლოკატელი 7 – „ბიანკონერის“ გული, ყველა ბურთისთვის იბრძვის, ალეგრის მიუხედავად დაწესებული როტაციის მიუხედავად ყოველთვის თამაშობს.

რაბიო 6 – პირველი რეალური მომენტი მას ჰქონდა, ფიზიკური ძალა შემატა გუნდს, მაგრამ თავის კვალს ვერ ტოვებს.

კოსტიჩი 6.5 – პირველი ტაიმი არცთუ კარგად ჩაატარა, მეტის მოლოდინი იყო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში საგოლე პასი მან გააკეთა.

კინი 6 – ბევრს დარბის და ცოტას ქმნის.

დი მარია 7.5 – ცდილობს გუნდი მხრებით წაიყვანოს, მაგრამ ხანდახან თითქოს სხვაგანაა. გოლი არ გაუტანია მისი საუკეთესო თვისებით, თავით გაიტანა.

ვლაჰოვიჩი 5 – მისი მომენტი არ არის, ბევრი შეცდომა დაუშვა და რამდენიმე კონტრშეტევაც ჩაშალა.

კიეზა 6 – ცენტრფორვარდად ითამაშა, შემდეგ კინთან ერთად ტანდემში. ტრავმა მიიღო და შეცვლა სჭირდებოდა, მაგრამ ალეგრის ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა. მოედანზე როგორღაც დაბრუნდა, გუნდი კაცნაკლული არ დატოვა, მაგრამ ტრავმა აქვს და სამედიცინო გამოკვლევას გაივლის.

ალეგრი 6.5 – დი მარიას „იუვესთვის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაქვს. მირეტის შანსი გასაგებია, მაგრამ ვლაჰოვიჩი თავიდან საპოვნელია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …