ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ინტერთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა განაცხადა, ახლა დადგა დრო, რომ გუნდის ლიდერობა მან იტვირთოს.
„თამაშიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ქულაა. „იუვენტუსი“ ვართ და მოსაგებად ვთამაშობთ, მაგრამ დღეს ძალიან კარგად მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. შეტევითი ფაზა უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან მხოლოდ ერთი გოლით მოგებას ვეცდებით, შეიძლება გავუშვათ და ვერ მოვიგოთ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო. მინდა ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი გავაკეთო. არ მიყვარს, როცა არ ვთამაშბ, რამდენიმე ტრავმა მქონდა და ეს ძალიან ცუდია. ამდენი წლის შემდეგ აქ ვარ და ბევრი ლიდერისგან ბევრი ვისწავლე. ადამიანი ასე იზრდება და ცდილობს უმცროსებს დაეხმაროს. ვფიქრობ, ჩემი დრო დადგა და ვცდილობ გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 9 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.