პაულო დიბალა სერია A-ს ბოლო ტურში „ფიორენტინასთან“ არ ითამაშებს. ასე რომ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მან „იუვენტუსში“ ბოლო მატჩი ჩაატარა – „ლაციოსთან“.
ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელმა და მასიმილიანო ალეგრიმ ურთიერთშეთანხმებით მიიღეს. პაულო დიბალამ 2015-2022 წლებში „იუვეს“ რიგებში 292 მატჩი ჩაატარა, 115 გოლი გაიტანა და 48 საგოლე პასი გააკეთა.
გარდა ამისა, „ფიორენტინასთან“ მოედანზე დუშან ვლაჰოვიჩიც არ გავა. სერბი ყვითელი ბარათების ლიმიტშია და გაფრთხილება რომ მიიღოს, მომდევნო სეზონის პირველ ტურზე გადავა, ამიტომაც, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ალეგრიმ ათამაშოს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის ბოლო მატჩს 21 მაისს, ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.