ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „სამპდორიასთან“ გოლი გაიტანა, მერე ტრავმა მიიღო და მოედანი ცრემლიანმა დატოვა. პაულომ ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდება.
„ვწუხვარ, რომ მოედანი დავტოვე, მაგრამ ბედნიერი ვარ გამარჯვების გამო. ხვალ სამედიცინო გამოკვლევას ჩავიტარებ, თუმცა უკვე დაბრუნებაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე“, – დაწერა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი „ჩელსისთან“ და „ტორინოსთან“ ვერ ითამაშებს, მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო კი მოგვიანებით განისაზღვრება.