მთავარი / სიახლეები / დიბალა “რომაში”?

დიბალა “რომაში”?

იტალიური „რომა“ პაულო დიბალასთვის ბრძოლაში ერთვება. Calciomercato-ს ცნობით, 28 წლის არგენტინელის ხელში ჩაგდებს ჟოზე მოურინიოს გუნდი ზაფხულში უფასოდ ეცდება.

დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინელებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ არგენტინელთან თანამშრომლობას არ გააგრძელებენ.

შესაბამისად, 1 ივლისიდან დიბალა თავისუფალი აგენტი გახდება. მას აქამდე ყველაზე აქტიურად „ინტერს“, „ატლეტიკოსა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ, ახლა ჰორიზონტზე „რომაც“ გამოჩნდა. „ჯალოროსიში“ პაულო ნიკოლო ძანიოლოს შემცვლელად ესახებათ, რომელსაც სხვათა შორის სწორედ „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსის“ რიგებში 2015 წლიდან თამაშობს და 287 შეხვედრაში 113 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

დე ლიხტი: “იუვეზე” ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები არასწორად გაიგეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი „ბიანკონერის“ შესახებ …

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ორი დღით ადრე იტალიურ …