მთავარი / სიახლეები / დიბალა: “თოვლის ბაბუას ვთხოვდი, რომ “იუვეში” ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

დიბალა: “თოვლის ბაბუას ვთხოვდი, რომ “იუვეში” ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ პატარა გულშემატკივრებისთვის პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბავშვების შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებული შობის გამო დიალოგიც თოვლის ბაბუით დაიწყო.

„რას ვთხოვდი თოვლის ბაბუას? სია ყოველთვის გრძელია. საფეხბურთო დონეზე თოვლის ბაბუას ვთხოვდი, რომ „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ყველასთვის. ასევე მინდა, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება.

„იუვენტუსის“ მაისური პირველად 2015 წელს შანხაიში სუპერთასის ფინალში მეცვა, მაშინვე მივხვდი რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება. საბედნიეროდ, ჩემი თანაგუნდელები, დიდი პროფესიონალები დამეხმარნენ. „იუვეს“ მაისურის ტარება ადვილი არ არის, ყოველთვის არსებობს დიდი ზეწოლა და ემოციების ნაზავი.

არგენტინაში მეორე დივიზიონში ვთამაშობდი და სერია A-ში აღმოვჩნდი, რომელიც რთული და დიდი ჩემპიონატია. ეს ძალიან რთული იყო. დედაჩემი და ჩემი ოჯახი ყოველთვის მეხმარებოდა. „პალერმოში“ ხალხმა კარგად მიმიღო, ჩემი სამხრეთამერიკელი თანაგუნდელები დამეხმარნენ ენის შესწავლაში. ხალხმა და კლუბმა თავიდანვე თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეს და გამხადეს ისეთი, როგორიც დღეს ვარ.

21 თუ 10 ნომერი? 10 ნომერი, რადგან მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გაიღო და არასდროსაა საკმარისი რაც უნდა გააკეთო. 10 ნომერი ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს „იუვეში“ და როგორ ფეხბურთელებს ეცვათ. ჩემთვის ეს უნიკალური პატივია, ეს იყო არჩევანი, რომელზეც უარს ვერ ვიტყდოი. იმედი მაქვს, რომ ამ ნომრით გულშემატკივრებს რაღაც შთამბეჭდავ საჩუქარს ვაჩუქებ.

ბავშვობაში ორი კერპი მყავდა: რიკელმე და რონალდინიო. როცა ის „ბარსელონაში“ თამაშობდა, მასზე ვგიჟდებოდი. ისინი ყოველთვის იყვნენ ჩემთვის ამოსავალი წერტილები, რადგან მოედანზე სიამოვნებას იღებდნენ.

ბევრი რთული მეტოქის წინააღმდეგ მითამაშია. მქონდა შანსი ჩემი თანაგუნდელები ყოფილიყვნენ მესი და რონალდუ, რომლებიც განსხვავებას ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული თამაშის სტილი აქვთ, ისინი ფენომენები არიან და ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქეებიც. ნეიმარიც და მბაპეც ასევე, რადგან ძალიან სწრაფები არიან.

ყველაზე ლამაზი გოლი? მირჩევნია ყოველთვის მომდევნო გოლზე ვიფიქრო. მაგრამ „ინტერთან“ 2020 წელს გატანილი გოლი ვფიქრობ საუკეთესოა. სამწუხარო ის არის, რომ სტადიონზე ქომაგები არ იყვნენ“, – თქვა დიბალამ.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …