მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

“იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

ჯეი მონტერუმოს გუნდმა A ჯგუფში ასპარეზობა 11 ქულით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა, რაც პლეი-ოფის საგზურის ტოლფასია. ბოლო ტურში „იუვემ“ ჯგუფის აუტსაიდერ ჟენევის „სერვეტს“ ადვილად, 4:0 მოუგო. დუბლი შეასრულა კრისტიანა ჯირელიმ, თითო გოლი ლინა ჰურტიგისა და ანიეზე ბონფანტინის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, ჯგუფში პირველ ადგილზე „ვოლფსბურგი“ 11 ქულით გავიდა, რომელსაც „იუვენტუსმა“ 2:0 მოუგო სტუმრად, შინ კი ფრედ, 2:2 ეთამაშა. ასევე 11 ქულა დააგროვა გასული სეზონის ფინალისტმა „ჩელსიმ“, მაგრამ ინგლისელები ჯგუფში ჩარჩნენ.

ბურთების ბალანსით „ვოლფსბურგს“ პირველი ადგილი ერგო, „იუვენტუსს“ მეორე და მეოთხედფინალში გავიდნენ, ხოლო „ჩელსი“, ტურნირის ერთ-ერთო ფავორიტი ჯგუფში ჩარჩა.

ქალთა ჩემპიონთა ლიგა პირველად ტარდება ჯერ ჯგუფური ეტაპის და შემდეგ პლეი-ოფის სისტემით და „იუვენტუსმაც“ მეოთხედფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. ტურინელთა მეტოქე ორშაბათს წილისყრით გაირკვევა.

„იუვენტუსი“ – „სერვეტი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჰურტიგი (12), 2:0 ჯირელი (20, პენ), 3:0 ჯირელი (64, პენ), 4:0 ბონფანტინი (90)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …