ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პაულო დიბალას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც სერიოზული დაზიანება არ აჩვენა.
არგენტინელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება დღითიდღე მოხდება და ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით იუქმებს. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში „ვენეციასთან“ მატჩში მიიღო და მოედანი ნაადრევად, მე-12 წუთზე დატოვა.