მთავარი / სიახლეები / მარკოს სენა: “სიტი” უფრო სახიფათო მეტოქე იყო, “იუვესთან” თამაში უფრო ადვილი იქნება”

მარკოს სენა: “სიტი” უფრო სახიფათო მეტოქე იყო, “იუვესთან” თამაში უფრო ადვილი იქნება”

„ვილიარეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკოს სენამ, რომელიც ახლა კლუბშია დასაქმებული, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ უფრო სახიფათო მეტოქე იყო, ვიდრე „იუვენტუსია“. მოგეხსენებათ, გაუქმებული წილისყრით ესპანელებს ინგლისელებთან უნდა ეთამაშათ, „იუვეს“ კი „სპორტინგთან“.

თუმცა, ეს წილისყრა გაუქმდა და „იუვეს“ მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება.

„მანჩესერ სიტი“ ბოლო ფინალისტია და უფრო საშიში მეტოქე იქნებიდა, გვარდიოლა უკეთ გვიცნობს. „იუვენტუსი“ არ არის კარგ პერიოდში, მაგრამ შესანიშნავი გუნდია და ვიცით, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა მოგვიწევს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

„ველით გუნდს, რომლის მიმართ ღრმა პატივისცემა გვაქვს და უკვე ვფიქრობთ, როგორ დავუპირისპირდეთ. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უკეთესი წილისყრა იყო, ვიდრე პირველი, „სიტისთან“ თამაში უფრო რთული იქნებოდა“, – თქვა სენამ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ესპანეთში 22 თებერვალს, ხოლო საპასუხო ტურინში 16 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …