მთავარი / სიახლეები / სერია A / დიბალას გოლი და ტრავმა “სამპდორიასთან”

დიბალას გოლი და ტრავმა “სამპდორიასთან”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი გენუის „სამპდორიასთან“ მატჩში დაშავდა და მოედანი 21-ე წუთზე დატოვა.

იტალიური მედიის ცნობით, დიბალას კუნთის პრობლემა აქვს, მას უახლოეს საათებში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ცნობილი გაზდება ტრავმის ხარისხი. თუმცა, 29 სექტემბერს, ლონდონის „ჩელსისთან“ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. პაულომ მოედანი თავისი ფეხით, მაგრამ თვალცრემლიანმა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა გენუელებთან შეხვედრაში მეათე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში დიბალას ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერო: “იუვესთვის” ასე უფრო ადვილია თამაშების მოგება”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ზენიტთან“ მატჩის შემდეგ ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „იუვესთვის“ ასე …

კიელინი: “რონალდუ ადრე რომ წასულიყო, უკეთესი იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინი DAZN-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველასთვის …