მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოკატელის სადებიუტო გოლი – “იუვენტუსმა” “სამპდორიას” მოუგო

ლოკატელის სადებიუტო გოლი – “იუვენტუსმა” “სამპდორიას” მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეექვსე ტურში გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, როგორც წინა ტურში „სპეციასთან“, ამჯერად 3:2 მოიგო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, დაცვაში თამაშის პრობლემები ყველაზე აშკარად აქვს. არადა, „იუვემ“ ძალიან კარგად დაიწყო და მეათე წუთზე პაულო დიბალას ულამაზესი გოლით დაწინაურდა. მერე დიბალამ ფედერიკო კიეზა და ალვარო მორატა დატოვა ხელსაყრელ პოზიციებში, მაგრამ ვერცერთმა გაიტანა. 21-ე წუთზე კი კუნთის პრობლემის გამო დიბალამ მოედანი თვალცრემლიან დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვიანებით შეფასდება.

„იუვემ“ 43-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. ფედერიკო კიეზამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეონარდო ბონუჩიმ გოლად აქცია. თუმცა, ერთ წუთში სხვაობა შემცირდა, გენუელებმა კუთხურის შემდეგ გაიტანეს.

მეორე ტაიმში „იუვემ“ ორბურთიანი სტატუკვო აღადგინა. მანუელ ლოკატელიმ ულამაზესი პასით კიეზა კარგ პოზიციაში დატოვა, მან დარტყმა ვერ მოახერხა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და დეიან კულუშევსკიმ ლოკატელის უპასუხა, რომელმაც ტურინულ გრანდში სადებიუტო გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მანუელმა გოლის გარდა, საგოლე პასიც მიითვალა.

დარჩენილ დროში როდრიგო ბენტანკურს და მორატას ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს, ხოლო 83-ე წუთზე ანტონიო კანდრევამ შეამცირა სხვაობა და „იუვეს“ ბოლო 10 წუთი ნერვიულობა მოუწია, მაგრამ ანგარიში შეინარჩუნა და რაც მთავარი იყო, 3 ქულა მოიპოვა.

„იუვენტუსს“ სერია A-ში 8 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 29 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, შინ „ჩელსისთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 3:2 2:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კიეზა (კიელინი 70), ლოკატელი, ბენტანკური (მაკკენი 82), ბერნარდესკი (რემზი 70); დიბალა (კულუშევსკი 21), მორატა (კინი 82)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„სამპდორია“ (4-4-2): აუდერო; ბერეშინსკი, კოლი, იოშიდა, მურუ (აუჯელო 58); დეპაოლი (დამსგორი 59), ტორსბი (ასკილდსენი 87), ეკდალი (სილვა 59), კანდრევა; კაპუტო (ტორეგროსა 70), კუალიარელა

მწვრთნელი: რობერტ დ’ავერსა

გოლები: 1:0 დიბალა (10), 2:0 ბონუჩი (43, პენ), 2:1 იოშიდა (44), 3:1 ლოკატელი (57), 3:2 კანდრევა (83)

გაფრთხილება: ბენტანკური (53), კუადრადო (66), ბონუჩი (84), კინი (87) – ტორსბი (28), მურუ (41), ეკდალი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 5 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ჯანლუკა აიროლდი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …