ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, მომდევნო კვირის დასაწყისში ტურინში არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი ხორხე ანტუნი ჩავა და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება.
„იუვენტუსი“ მზადაა დიბალას კონტრაქტი გაუგრძელოს და სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც პრემიებიც დაემატება. სამხრეთამერიკელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
დიბალამ გასულ სეზონში 26 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და შავ-თეთრი მაისურით 100 გოლი აქვს გატანილი.