მთავარი / სიახლეები / სერია A / იტალიაში სეზონი ფანებთან ერთად დაიწყება: 50%-ზე სტადიონები გაიხსნება

იტალიაში სეზონი ფანებთან ერთად დაიწყება: 50%-ზე სტადიონები გაიხსნება

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი დიდი ალბათობით გულშემატკივრებთან ერთად დაიწყება. იტალიის ხელისუფლებამ სტადიონებზე ტევადობის 50%-ზე დასწრების განკარგულება ოფიციალურად გასცა და 6 აგვისტოდან განკარგულება ძალაში შევა.

სტადიონზე მხოლოდ ის ადამიანები დაიშვებიან, ვისაც Green Pass ექნებათ, ეს არის კოვიდსერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანი აცრილია, ბოლო 48 საათის განმავლობაში უარყოფითი ტესტის პასუხი მიიღო ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსი დაამარცხა. ეს სერთიფიკატი მთელ ევროკავშირშია აღიარებული და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ნაწილი გახდა.

იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 6 აგვისტოდან აღნიშნული სერთიფიკატი აუცილებელი იქნება ყველასთვის, ვისაც სურს სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება, კინოში, თეატრში, მუზეუმში, სპორტულ დარბაზში, საცურაო აუზზე ან რესტორანში წასვლა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის სპორტის მინისტრის მოადგილე, ლეგენდარული იტალიელი მოფარიკავე ვალენტინა ვეცალი სტადიონებზე 75%-ით დაშვების მომხრე იყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეებში მაყურებლები სანახევროდ, 50%-ით დაიშვებიან, ხოლო დახურულ სივრცეში განთავსებულ სპორტულ არენებზე 25%-ით. ეს არის მაქსიმალურად დასაშვები ციფრები და იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეგიონი ე.წ თეთრ ზონაშია.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონი 21 აგვისტოს დაიწყება. „იუვენტუსი“ პირველ ტურში 22 აგვისტოს, უდინეში, „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …