ტურინის „იუვენტუსი“ აგრძელებს პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტზე მუშაობას. Sky Sport-ის ცნობით, „სამპდორიასთან“ მატჩის წინ ტურინული გრანდის წარმომადგენლები და დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი ერთმანეთს შეხვდებიან.
წყაროს თანახმად, არსებობს პოზიტიური ნიშნები, მაგრამ ამავდროულად ჯერ კიდე არის დაბრკოლებები. მომდევნო კვირა სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება შეთანხმების მისაღწევად.
„იუვენტუსს“ სურს, რომ პაულო დიბალას კონტრაქტი, რომელიც 2022 წელს ეწურება, 2025 წლამდე განაახლოს. არგენტინელი ფეხბურთელი ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც ამ დრომდე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და 259 მატჩში 102 გოლი აქვს გატანილი.