მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს.
Calciomercato-ს ცნობით, „იუვეს“ მიზანია ნიდერლანდელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2024 წელს იწურება, რათა მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხე არ დაემუქროს. ამიტომაც, მხარეებს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები დაიწყება.
წყაროს თანახმად, „იუვენტუსი“ დე ლიხტს დიდი ალბათობით არ შეელევა, ყოველ შემთხვევაში, ამას 80 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წელს გადავიდა და მას შემდეგ 109 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა.