მთავარი / სიახლეები / გატი: “იუვენტუსში” ტრანსფერით ჩემი ცხოვრება შეიცვალა”

გატი: “იუვენტუსში” ტრანსფერით ჩემი ცხოვრება შეიცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ, რომელიც იჯარით „ფროზინონეში“ თამაშობს, იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც 23 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვესთან“ კონტრაქტის გაფორმებით მისი ცხოვრება შეიცვალა.

„კარიერის დასაწყისში ნახევარმცველი ვიყავი, დაცვაში გადასვლა ნამდვილად გარდამტეხი იყო. ძალიან მომწონდა ლამპარდი და ჯერარდი, ისევე როგორც „მილანში“ ადელ ტაარაბტი, ნაინგოლანი. მაგრამ ნახევარმცველისთვის შესაბამისი მახასიათებლები საერთოდ არ მქონდა, საბედნიეროდ ახლა მცველი ვარ.

ძალიან სასიამოვნო იყო „იუვესთან“ კონტრაქტის გაფორმება, ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა და სწორედ ეს ვიგრძენი „იუვენტუსთან“ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ. ჯერ ვერ ვაცნობიერებ კიდევ ამას, რადგან ტურინში ჯერაც არ ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ მოედანზეც და მის მიღმაც ცხოვრება შეიცვალა.

ბაბუაჩემი „ტორინოს“ გულშემატკივარია, მე მისთვის არ მითქვამს, რომ „იუვესთან“ კონტრაქტს ვაფორმებდი, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა. კარი რომ გააღო, ცრემლები წამოუვიდა.

კიელინის და ბონუჩის ნაზავი ვარ? არც კი მინდა ისეთ ფეხბურთელებს შევედარო, რომლებსაც 300-400 თამაში აქვთ ჩატარებული, ეს მათი შეურაცხყოფა იქნებოდა. თუ ზაფხულში „იუვეში“ ვიქნები, ვეცდები ორივესგან საუკეთესო თვისებები გადავიღო“, – თქვა გატიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო გატი „იუვენტუსმა“ იანვარში დაიმატა, მაგრამ სეზონის ბოლომდე იჯარით „ფროზინონეში“ დატოვა. მას სერია B-ში მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …