მთავარი / სიახლეები / სერენა: “სჯობს ვლაჰოვიჩში 80 მილიონი გადაიხადო, ვიდრე რონალდუში – 100”

სერენა: “სჯობს ვლაჰოვიჩში 80 მილიონი გადაიხადო, ვიდრე რონალდუში – 100”

იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა ვეტერან იტალიელ ფეხბურთელ, ალდო სერენას ინტერვიუ ჩამოართვა, რომელიც „იუვენტუსსა“ და „დიდ იტალიურ დერბიზე“ საუბარს დაეთმო. სერენას თავის დროზე „იუვეშიც“ და „ინტერშიც“ უთამაშია, ამიტომაც შეირჩა ის რესპონდენტად.

გარდა ამისა, სერენამ დუშან ვლაჰოვიჩზე ვრცლად ისაუბრა და 22 წლის სერბი ფორვარდი არაერთხელ შეაქო.

– „იუვენტუსში“ სკუდეტოს ისევ სჯერათ?

– ვიცნობ „ბიანკონერის“ გარემოს და სანამ ეს თეორიულად შესაძლებელია, ნამდვილად სჯერათ. ასე რომ, ვფიქრობ, „იუვენტუსის“ შეეცდება ტიტულის მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ამის მცირე შანსი აქვს, რადგან სამ გუნდს ჩამორჩება, გარდა იმისა, რომ თვითონ ქულები თითქმის არ უნდა დაკარგოს. თუმცა, სწორია, რომ „იუვენტუსში“ სკუდეტოზე ისევ ფიქრობდნენ.

– „იუვენტუსისთვის“ უფრო გადამწყვეტი მატჩია თუ „ინტერისთვის“?

– ორივესთვის, მაგრამ თუ „ინტერი“ წააგებს, ჩემპიონობის იმედი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

– რამდენად შეიცვალა „იუვენტუსი“ ვლაჰოვიჩის მოსვლის შემდეგ?

– ბევრად. იმიტომ, რომ როდესაც გყავს თავდამსხმელი, რომელმაც საკუთარი თავისთვის მომენტების შექმნაც იცის, რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს, ნებისმიერ წერტილში, ნაკლებად უსაფრთხოდ შეგიძლია წინ წასვლა. ასევე ძლიერია ფსიქოლოგიური გავლენა: თუ იცი, რომ მოედანზე ის, ვინც ადრე თუ გვიან კარში დაარტყამს, თავს უფრო მშვიდად გრძნობ, თუნდაც მოულოდნელად და შემთხვევით ანგარიშში ჩამორჩე.

– ვლაჰოვიჩმა ყველაზე მეტად შთაბეჭდილება თქვენზე რით მოახდინა?

– ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად, რომელმაც იცის ვიწრო სივრცეებში მოძრაობა. მიუხედავად სიმაღლისა, დინამიურიცაა. გარდა ამისა, შესანიშნავი ტექნიკა აქვს, განსაკუთრებით მარცხენა ფეხში, მარჯვენაზე უნდა იმუშაოს, მაგრამ „ვილიარეალთან“ გოლი აჩვენებს, რომ ამ კომპონენტშიც მოუმატა.

– შესაბამისად 80 მილიონი სწორი ფასია?

– ფეხბურთში რამდენიმე ძირითადი წესია: მეკარე და ცენტრფორვარდი სანდოები უნდა იყვნენ. ვლაჰოვიჩი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ მომატების დიდი პოტენციალი აქვს. „იუვეს“ ამ პოზიციაზე პრობლემა ჰქონდა. მორატა კარგი თავდამსხმელია, მაგრამ ვფიქრობ, ვლაჰოვიჩი დაეხმარა ზედმეტი პასუხისმგებლობის მოხსნაში, ესპანელი გუნდისთვის ძალიან სასარგებლოდ ფეხბურთელია, მაგრამ ცენტრფორვარდობაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებდა.

– 80 მილიონი ვლაჰოვიჩში უმჯობესია დახარჯო თუ 100 რონალდუში?

– ალბათ ვლაჰოვიჩში, რადგან 22 წლისაა და შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. რონალდუ რომ იყიდეს, უკვე ასაკოვანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ გოლს იტანდა და გადამწყვეტიც იყო, კარიერაში რეგრესის პირველი ეტაპი დაეწყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …