მატაის დე ლიხტმა ტურინი დატოვა და მიუნხენში გაფრინდა. შესაბამისად, კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს.
„იუვე“ 22 წლის ნიდერლანდელი მცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს. ამრიგად, დე ლიხტის სამწლიანი თავგადასავალი „იუვეში“ დასრულებულია.
2019-2022 წლებში დე ლიხტმა „ბიანკონერიში“ 117 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.