ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას დე ლიხტმა „უდინეზესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ნელ-ნელა გუნდი უმჯობესდება, თუმცა, ჯერ კიდევ უნდა მოუმატონ.
„ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე 250 თამაში მაქვს ჩატარებული. ჩვენ, ახალგაზრდები ვიზრდებით, როცა ხშირად ვთამაშობთ, ეს მატჩები ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად. უნდა მოვუმატოთ, მაგრამ დღეს მთავარი გამარჯვება იყო. ჩვენ მხოლოდ გუნდურ ზრდაზე უნდა ვიფიქროთ, ამას ნელ-ნელა ვაკეთებთ, შედეგები მოდის, მაგრამ მაინც უნდა გავიზარდოთ, რადგან გუნდი ძალიან ახალგაზრდაა.
კრიშტიანუ რონალდუ იყო ფეხბურთელი, ვინც საჯარიმოში შედიოდა და ერთი შანსიც ჰყოფნიდა გოლის გასატანად. სეზონის დასაწყისში გვაკლდა. თუმცა, ახლა სხვადასხვა ფეხბურთელები გვეხმარებიან, რომელთაც გოლის გატანა შეუძლიათ, როგორიცაა მაგალითად მაკკენი და დიბალა. ჩვენ არ გვყავს კრიშტიანუს მსგავსი თავდამსხმელი, რომელსაც 30 გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა სტაბილურად უნდა გაიტანოს. დიბალა? ის მშვიდია, კარგად ითამაშა, გოლი გაიტანა და დე შილიოს პრესაგოლე პასი გაუკეთა“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს, მომდევნო ტურში კი 23 იანვარს, „მილანს“ სტუმრად დაუპირისპირდება.