მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “იუვე” მიყვარს, ყველაფერი, რაც დაიწერა, სიმართლე არ იყო”

დე ლიხტი: “იუვე” მიყვარს, ყველაფერი, რაც დაიწერა, სიმართლე არ იყო”

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის შესახებ სიმართლე არ დაიწერა და „იუვეზე“ ცუდად არ უსაუბრია.

„იუვეს“ თამაშებს ისევ ვუყურებ, დიდებული კლუბია. ყველაფერი, რაც ჩემი სიტყვებით დაიწერა, ყოველთვის სიმართლე არ იყო. მესმის ფანების, როდესაც ასეთ რაღაცებს კითხულობენ, მაგრამ არასდროს მითქვამს მსგავსი რაღაცები. „იუვე“ ძალიან მიყვარს და მისი გულშემატკივრებიც, ახლაც კი. ბედნიერი ვარ, რომ მატჩების მოგებას ახერხებენ, იმედი მაქვს, ისინი კარგად ითამაშებენ სერია A-სა და ევროპა ლიგაზე“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ 2019-2022 წლებში 117 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …