ტურინის „იუვენტუსი“ და მატაის დე ლიხტი მზად არიან კონტრაქტი განაახლონ. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
დე ლიხტის მოქმედი ხელშეკრულება 2024 წელს იწურება, მაგრამ დიდი შანსია ის 2 წლით, 2026 წლამდე განაახლოს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თუმცა, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ნიდერლანდელის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 80 მილიონ ევრომდე შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.