მთავარი / სიახლეები / კიელინიმ თავისი მაისური “იუვეს” მუზეუმში მიიტანა

კიელინიმ თავისი მაისური “იუვეს” მუზეუმში მიიტანა

ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსის“ მუზეუმში თავისი მაისური მიიტანა, რომელზეც სამახსოვრო წარწერაც დატოვა, რამაც „იუვეს“ ფანებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. ამ ფრაზიდან ჩანს, როგორც გახდა კიელინი კლუბის ლეგენდა და ეს ერთგვარი მესიჯია მომავალი თაობისთვის.

„ეს მაისური არ უნდა ჩაიცვა, ის კანზე უნდა მიიკერო. ვინც ამას გაიაზრებს, ლეგენდა გახდება! Fino alla fine!”, – დააწერა ჯორჯომ მაისურს.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა და 561 მატჩში 36 გოლი გაიტანა. ჯორჯოზე მეტი შეხვედრა „იუვეში“ მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (705) და ჯანლუიჯი ბუფონს (685) აქვთ ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …