ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ფიორენტინასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა განაცხადა, დუშან ვლაჰოვიჩი თამაშიდან გუნდმა ერთობლივად გამოთიშეს და ეს მხოლოდ მისი დამსახურება არაა.
„გამარჯვებისთვის ვლაჰოვიჩის თამაშიდან გამოთიშვა იყო საჭირო და ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ. ამით, კმაყოფილი ვარ. ტიფოზები? მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ისინი დამატებით სტიმულს წარმოადგენენ, უკეთ თამაშობ, მეტი ყურადღებით, ეს ძალიან გვეხმარება.
მომწონს ისეთი ფორვარდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ვლაჰოვიჩია, ძლიერი და ბევრ გოლს იტანს. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. მჭირდებოდა გუნდის დახმარება და მისი შეჩერება ერთად კარგად მოვახერხეთ. წელს უფრო უკნიდან ვთამაშობთ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ასე უფრო რთულია ჩვენთვის გოლის გატანა.
ბალანსი უნდა ვიპოვოთ, მე ტაქტიკურად და ასევე ფიზიკურადაც გავიზარდე. „აიაქსში’ უფრო უკეთ ბურთით ვთამაშობდი, „იუვეში“ ნაკლებად, მაგრამ დღეს თანამედროვე მცველებს უფრო დაცვითი ფუნქციები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე შემტევი. ნდობა? არ არის ადვილი რომ სწორ გზაზე დავბრუნდეთ, მაგრამ ბოლო ორი შედეგი კარგი იყო და ეს ერთადერთია, რაც წაგების მერე მნიშვნელოვანია. თუმცა, მოსამატაბელი კიდევ გვაქვს“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 18 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს რომში, „ლაციოს“ წინააღმდეგ ორი კვირის შემდეგ გამართავს.