მთავარი / სიახლეები / სერია A / კუადრადო: “ყველა თამაშში ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს”

კუადრადო: “ყველა თამაშში ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ, რომელმაც „ფიორენტინასთან“ (1:0) გამარჯვების გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა ზრდის პროცესი უნდა გააგრძელოს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ აქ თამაშს იმსახურებენ. ვაჩვენეთ, რომ „იუვე“ ვართ. უნდა გავაგრძელოთ ზრდა და ყველა თამაშში ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს. კარგ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ბურთს კარგად ფლობდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ თავს კარგად დავიცავთ, უკეთ შევუტევთ. ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით, ახლა ამ ხაზით უნდა გავაგრძელოთ.

ბაზაზე შეკრება? გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო ერთიანებით ვიყოთ, ერთად ყოფნა გვაერთიანებს. ჩვენ ვართ გუნდი, ოჯახი და ყველამ უნდა იბრძოლოს თანაგუნდელისთვის.

ახლა საუბარი საჭირო არ არის, მხოლოდ მუშაობაა საჭირო და ვცდილობთ მაქსიმალურად ახლოს დავრჩეთ მოწინავე პოზიციებთან. „უდინეზესთან“ გატანილ გოლს გავდა, ჩემთვის განსაკუთრებული გოლია. ვუძღვნი ჩემს მეუღლეს, შვილებს და ჩემს ოჯახს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, – თქვა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 18 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს რომში, „ლაციოს“ წინააღმდეგ ორი კვირის შემდეგ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …