მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. ნიდერლანდელის თქმით, გერმანულ გუნდში ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია არსებობს.

„იუვეში“ ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ახალი გამოწვევის დრო იყო. „იუვე“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა „ბაიერნში“ გადასვლა ჩემთვის ხარისხობრივი ნახტომი იყო. ეს არის კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი ამბიცია აქვს, „იუვენტუსში“ ამ ტურნირზე გამარჯვების ამბიცია უფრო ნაკლები გახლდათ. გარდა ამისა, „ბაიერნი“ უფრო ახლოს არის ნიდერლანდების ნაკრების სათამაშო ფილოსოფიასთანაც“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019-2022 წლებში თამაშობდა და 117 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …