მთავარი / სიახლეები / ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, რის გამოც დამკვიდრება გაუჭირდა.

„იუვენტუსის“ დატოვება არ მინდოდა. ყველაფერი ბოლო ექვს საათში მოხდა, იყო „ჩელსის“ შეთავაზება, რომელიც მივიღეთ. ამიტომ, სამედიცინო შემოწმება ტურინშივე გავიარე. „ჩელსიში“ უფრო ინტენსიური ფეხბურთია, მეტი დუელები. სერია A-ში საჩემო ფეხბურთი ნამდვილად არ იყო, „იუვეც“ ძალიან უკნიდან თამაშობდა. თუმცა, მთელი პოტენციალით „იუვენტუსი“ ყოველთვის სატურნირო ცხრილის სათავეში უნდა იყოს და ყველა თამაში 3:0 უნდა მოიგოს. ალეგრი? მან დიდ შედეგებს მიაღწია კარიერაში, მაგრამ პირადად მე მასთან ბევრჯერ არ მილაპარაკია, კომუნიკაცია თითქმის არ გვქონია“, – თქვა ზაკარიამ.

შეგახსენებთ, რომ დენის ზაკარია „იუვენტუსმა“ იანვარში დაიმატა და გასულ ზაფხულს „ჩელსიში“ გაანათხოვრა. შვეიცარიელმა ტურინულ გრანდში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …