„გლადბახის“ ფეხბურთელი დენის ზაკარია უახლოეს საათებში „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია. გერმანული გუნდი 5 მილიონ ევროს მიიღებს და ამას ბონუსებიც დაემატება. ფეხბურთელი „იუვესთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს.
შვეიცარიელი მზადაა ტურინში თავის აგენტებთან ერთად უახლოეს საათებში გაფრინდეს და ხვალ დილით J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
დენის ზაკარია „გლადბახში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვეიცარიის ნაკრებში კი 40-ჯერ ითამაშა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა. სხვათა შორის, 2019 წელს, მან თბილისში, საქართველოს ნაკრებსაც გაუტანა.
Denis Zakaria to Juventus, done deal and here we go! Agreement reached for €5m fee plus add ons to Borussia Moenchengladbach. ⚪️⚫️ #Juventus
Contract agreed until June 2026. He’s prepared to fly to Turin in the next hours with his agents – he replaces Bentancur who joins Spurs. pic.twitter.com/HYHsdjDBLe
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 30, 2022