ტურინის „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ შეხვედრაზე ალესანდრო დელ პიერომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ტურინში „იუვეს“ შეუძლია სხვა თამაში ითამაშოს.
„შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, „იუვეს“ შეეძლო პირველ ტაიმში მეორე გოლი გაეტანა და თამაში დაეხურა. თუმცა, „ვილიარეალმა“ დაადასტურა, რომ ძლიერი გუნდია და საპასუხო მატჩი ძალიან სახიფათო იქნება. თუმცა, სახლში „იუვეს“ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდება, მათ შორის დიბალა და შეუძლია სხვა თამაში ითამაშოს“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი ტურინში 16 მარტს გაიმართება.