ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ზენიტთან“ მატჩის შემდეგ ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „იუვესთვის“ ასე უფრო ადვილი იქნება თამაშების მოგება, რადგან დაცვაში სიტუაცია გამოსწორდა.
„ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრაცია კარგად მოახდინეს. კიდევ ერთი 1:0 და კვალიფიკაცია თითქმის გარანტირებულია. ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა და გუნდს თავდაჯერებას მატებს. „იუვესთვის“ ეს მნიშვნელოვანი ზრდაა.
გამარჯვებისთვის გოლის არგაშვება ძველი წესია. ის დაცვის ხაზს რწმენას და სიმშვიდეს ანიჭებს. „იუვეს“ შეტევაში ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და გოლის გატანა შეუძლია. ეს არის მარტივი მათემატიკა: ადრე თუ გვიან გოლს გავიტანე და თუ არ გავუშვებ, თამაშების მოგება გაცილებით ადვილია“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ბოლო ოთხ მატჩში გოლი არ გაუშვია და ყველა შეხვედრა 1:0 მოიგო.