მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “ზენიტის” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “ზენიტის” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში დეიან კულუშევსკის გოლით „ზენიტი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკას და ფაქტებს.

1:0 – მიმდინარე სეზონში მხოლოდ „იუვენტუსმა“ და „რეალმა“ მოიგეს ყველა ტურნირზე 4 თამაში 1:0, რაც საუკეთესო შედეგია.

4 – „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე საწყის სამ მატჩში კარი მშრალად ისტორიაში მეოთხედ შეინახა. მანამდე იგივე შედეგი ტურინულ გრანდს 2018-2019, 2016-2017 და 2004-2005 წლებში ჰქონდა.

3 – „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი სამი თამაში 2018-2019 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო და მაშინაც მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო.

2 – დეიან კულუშევსკი მეორე შვედი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსში“ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. პირველი ზლატან იბრაჰიმოვიჩია (2005 წელს გაიტანა, „იუვეში“ ბოლო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე). გარდა ამისა, დეიანი 2020 წლის ნოემბრისა და ალვარო მორატას შემდეგ „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეცვლაზე შესულმა გოლი გაიტანა.

100 – ლეონარდო ბონუჩიმ ევროთასებზე მე-100 თამაში ჩაატარა – 74 ჩემპიონთა ლიგაზე, 20 ევროპა ლიგაზე და 6 ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

0 – „იუვენტუსს“ რუსული გუნდების წინააღმდეგ ევროთასებზე არასდროს წაუგია (8 მოგება, 1 ფრე). არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლის წინააღმდეგ „ბიანკონერის“ არ აქვს ამდენი მატჩი წაუგებლად ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …