მთავარი / სიახლეები / დელ პიერო “იუვეზე”, კიეზაზე, ვლაჰოვიჩზე, დი მარიასა და სხვა თემებზე…

დელ პიერო “იუვეზე”, კიეზაზე, ვლაჰოვიჩზე, დი მარიასა და სხვა თემებზე…

ტურინის „იუვენტუსს“ ლოს ანჯელესში ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო ესტუმრა. „იუვეს“ ყოფილმა კაპიტანმა კლუბის ვებგვერდსაც ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ და ცოტა უფრო გრილად იქნებიან, ტურინში არსებული ტემპერატურის გათვალისწინებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ შევხვდი მეგობრებს და ვხედავ გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც ყოველთვის დელიკატური მომენტია. დელიკატური და ემოციური, რადგან ამ დროს სიახლე ბევრია. გუშინ ვარჯიშზე ყოფნა სასიამოვნო იყო.

როდესაც ფეხბურთელს ვუყურებ, არ ვფიქრობ იმაზე თუ ვინ შეიძლება დამემსგავსოს. „იუვეს“ ამჟამინდელ შემადგენლობაში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია,  უპირველეს ყოვლისა, კიეზა და ვლაჰოვიჩი. არიან ბიჭები, რომელთაც შესანიშნავი და საინტერესო თვისებები აქვთ. მე გავიცანი ისინი და ბევრს აქვს სწორი დამოკიდებულება, რომ ამ მაისურის სიმძიმეს მიხვდეს. ცხადია, პირველი კიეზა მახსენდება, რომელსაც ტრავმამდე ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და სწრაფ დაბრუნებას ვუსურვებ, ყველა მოუთმენლად ველოდებით მის ხილვას. ვლაჰოვიჩმა ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჯამპიერო ბონიპერტის ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ. გამიმართლა, რომ მისი ოჯახის ნაწილსაც ვიცნობ, რომელიც განსაკუთრებულია. პირველად 16 წლის ასაკში შევხვდი ისეთ პერსონას, როგორიც ბონიპერტია, რომელმაც თავის ოთახში დამპატიჟა, რადგან მოლაპარაკებები გვქონდა. ჩემთვის ეს ყველაფერი სიახლე იყო, მე ბავშვი ვიყავი. მასთან შეხვედრები ყოველთვის ხანმოკლე იყო, დიდხანს არც მაშინ გაგრძელებულა, ეს უდინეში მოხდა, „უდინეზე“ – „იუვენტუსის“ მატჩის წინ. ჩემთვის ის იყო და ყოველთვის იქნება წმინდა მონსტრი, „იუვენტუსის“ ხატი. ის ყველას დადებითად ახსოვს.

დი მარია ვფიქრობ ფანტასტიკური შენაძენია. მას წარმოუდგენელი ხარისხი აქვს. ძალიან ეფექტური მოთამაშეა, რაც მომწონს. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და დიდებული წარსული აქვს, გამოცდილიც არის და ტიტულებიც ბევრი მოუგია. ტოპ პროფილის მოთამაშეა და „იუვეს“ უკეთესი მოთამაშის შეძენა არ შეეძლო. ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, გუშინ გავიცანი და ზუსტად ისეთია, როგორსაც ველოდი.

მირეტი და ფაჯოლი? ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მომწონს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი გუნდში არიან და იმედი მაქვს, რომ სხვა გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრ რამეს ისწავლიან და გადაიღებენ. მათ წინ კარგი მომავალი აქვთ.

გუნდი? მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს 1 საათი დავესწარი, დიდი კონცენტრაცია და სწორი მიდგომა დავინახე. თანაც ამხანაგური მატჩებიც კარგად ჩაატარეს“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” 31 ივლისს, ლოს ანჯელესში მადრიდის “რეალს” შეხვდება და ამერიკულ ტურნეს დაასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …