მთავარი / სიახლეები / “იუვეს” დრის მერტენსი დაუკავშირეს

“იუვეს” დრის მერტენსი დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსს“ ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი დრის მერტენსი დაუკავშირეს. იტალიური მედიის ცნობით, 35 წლის შემტევის აგენტებმა ფეხბურთელი „იუვეს“ შესთავაზეს, ხოლო ტურინელები ამ საკითხზე ფიქრობენ.

საქმე ისაა, რომ „ბებერი ქალბატონი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს და აქამდე ვერ მოახერხა ალვარო მორატას ტრანსფერზე შეთანხმდება, ხოლო რობერტო ფირმინოს „ლივერპული“ არ ელევა. ამდენად, სხვა ვარიანტებზე მუშაობაც უწევს.

მერტენსმა „ნაპოლი“ დატოვა და თავისუფალი აგენტია, ამრიგად, „იუვეს“ მისი დამატება უფასოდ შეუძლია. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ დრის მერტენსი 148 გოლით „ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …