მთავარი / სიახლეები / დანილო: “რეალთან” შესანიშნავი თამაში იქნება”

დანილო: “რეალთან” შესანიშნავი თამაში იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ მადრიდის „რეალთან“ ამხანაგური მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდი ამერიკაში კარგად ვარჯიშობს და მოსამზადებელი ეტაპი პოზიტიურად მიმდინარეობს.

„რეალთან“ კარგი მატჩი იქნება. ჩემთვის ემოციური, რადგან მადრიდში ორი წელი გავატარე. კარგად ვმუშაობთ ამ დღეებში, ახალ სათამაშო სქემებს ვამუშავებთ. გამარჯვებას უნდა დავუბრუნდეთ, მოედანზე ვმუშაობთ ფიზიკურ, სპორტულ, ტექნიკურ საკითხებზე, მაგრამ ასევე მენტალურად, მიწაზე ფეხები მყარად უნდა გვედგას ყველას წინააღმდეგ და ყველა მატჩი ერთნაირი მენტალიტეტით უნდა ჩავატაროთ.

ამერიკული ტურნე კარგად მიმდინარეობს, გულშემატკივრებს მადლობას ვუხდით მშვენიერი დახვედრისთვის“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ამერიკულ ტურნეში ბოლო მატჩს 31 ივლისს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს. მანამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „ბარსელონასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …