მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “ეს არ იყო უბრალო მოგება, ვლაჰოვიჩისა და კიეზასთვის გოლები მნიშვნელოვანია”

დელ პიერო: “ეს არ იყო უბრალო მოგება, ვლაჰოვიჩისა და კიეზასთვის გოლები მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ გამარჯვებაზე „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზასთვის გოლები, რაც მათ მორალურად გააძლიერებს.

„ეს არ იყო უბრალო გამარჯვება, მაგრამ მნიშვნელოვანი. ვლაჰოვიჩისა და კიეზასთვის გოლები მორალურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სტრატეგიულად „იუვემ“ იდეალურად ითამაშა და ასეთი ფუნდამენტური თამაშის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გავიდა. ცოტათი გუნდს გაუჭირდა, მაგრამ მთლიანობაში „იუვემ“ დავალება კარგად შეასრულა.

ვლაჰოვიჩის პენალტი? კარგად დაარტყა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გოლი გაიტანა. ტექნიკურად არ იყო დიდებული არჩევა, რადგან მეკარემ თითქმის მოიგერია, მაგრამ როდესაც გოლი გადის, ყოველთვის მართალი ხარ“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში მეტოქეს 17 მარტს წილისყრით შეიტყობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად „ინტერთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …