ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩზე კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოლო წუთები იმედისმომცემია, მაგრამ „იუვემ“ საერთო ჯამში ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა.
„ბოლო 20 წუთმა ცოტა იმედი მომცა, რადგან გუნდი იბრძოდა და გოლებიც გაიტანა, მაგრამ მთლიანობაში „იუვემ“ ძალიან ცუდად ითამაშა. პირველ ტაიმში „ბენფიკა“ დომინირებდა, ისევე, როგორც მეორე ტაიმის გარკვეული პერიოდი. „იუვეს“ ჰქონდა შანსი ანგარიში 4:4 გაეხადა, მაგრამ მეტოქესაც ჰქონდა მეხუთე გოლის გატანის შანსი. „ბენფიკა“ დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი შაბათს, „ლეჩესთან“ გამართავს.