ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრიმ შეტევაში დუშან ვლაჰოვიჩი, პაულო დიბალა და ალვარო მორატა მუდმივად უნდა ათამაშოს.
„დიბალა ამ სქემაში უკეთ თამაშობს, გავიხსენოთ, როგორ თამაშობდა ის მანჯუკიჩთან, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. მორატა არის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს ნებდება, ბევრს დარბის და სწრაფია. მას აქვს გუნდისთვის თავდადების მახასიათებლები.
დაცვა მყარია, ნახევარდაცვამ დამოკიდებულება შეცვალა და თუ ალეგრის ექნება შესაძლებლობა, რომ მოედანზე დიბალა, მორატა, ვლაჰოვიჩი ერთად ჰყავდეს, ასეც უნდა მოიქცეს“, – თქვა დელ პიერომ.