მთავარი / სიახლეები / პერინი: “პირველი ტაიმი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება”

პერინი: “პირველი ტაიმი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ მატია პერინმა „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა კარის დარაჯმა აღნიშნა, პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები მათთვის გაკვეთილი იქნება.

„შეიძლება სწრაფმა გოლმა ცოტათი მოგვადუნა, მაგრამ ვიცით, რომ ამის საშუალება არ გვაქვს, ჩვენთვის ესეც გაკვეთილი იქნება. თუმცა, ამ ყველაფერმა გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და მეორე ტაიმში კარგი პასუხი გავეცით.

ვლაჰოვიჩი? გუნდს ძალიან კარგად შეეწყო, შრომისმოყვარეა, მისმა პროფესიონალიზმმა ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ 2 მარტს სტუმრად, 20 აპრილს კი შინ დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრას მასიმილიანო ალეგრის გუნდი 13 თებერვალს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …