მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

7 – „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში ბოლო 8 სეზონში მეშვიდედ გავიდა.

22 – „იუვენტუსმა“ 2022 წელს იტალიის თასზე 47 საგოლე მომენტი შექმნა, რაც საუკეთესო შედეგია (10-ით მეტი, ვიდრე მეორე გუნდის მაჩვენებელია).

9 – ჯანლუკა პეგოლომ ამ შეხვედრაში 9 სეივი შეასრულა, რაც „სასუოლოს“ მეკარისთვის ამ სეზონში რეკორდია.

2 – პაულო დიბალამ იტალიის თასის ზედიზედ ორ მატჩში 2017 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა. 2020 წლის ივლისიდან „იუვემ“ 4 გოლი გაიტანა მატჩის საწყის 3 წუთში და აქედან 3 პაულოს ანგარიშზეა.

100 – მატიას დე ლიხტმა „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით მე-100 მატჩი ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …