მთავარი / სიახლეები / დანი ალვეში: “იუვე” დაცვითი სტილით თამაშობდა და ამიტომ გამიჭირდა”

დანი ალვეში: “იუვე” დაცვითი სტილით თამაშობდა და ამიტომ გამიჭირდა”

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვეშმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ შემტევი ტიპის მცველია და დაცვითი სტილის გუნდში თამაში მისთვის რთული იყო.

„თუ ბარსელონაში“ უკიდურესად დაცვითი სტილის მოთამაშეს დააყენებ, აზრი არ აქვს, ისევე, როგორც შემტევი მცველის თამაშს ისეთ გუნდში, რომელიც დაცვას ანიჭებს უპირატესობას. ამის მაგალითი მე ვარ „იუვეში“. ეს იყო გუნდი, რომელიც სტრუქტურულად თავის დასაცავად იყო აგებული, ჩემი სტილი კი გუნდის იდეას ეწინააღმდეგებოდა და ამიტომ, ვერ ვითამაშე ტურინში ისე, როგორც მინდოდა. გუნდის საჭიროებისთვის მოთამაშე სწორად უნდა შეარჩიო.

„იუვეში“ შეცდნენ, მათ ჩემი სახით შემტევი სტილის მოთამაშე დაიმატეს და ასეთი ფეხბურთელი არ სჭირდებოდათ. ცხოვრებაში არ მითამაშია მსგავსი სტილით და რა თქმა უნდა, 33 წლის ასაკში ვერ შევძლებდი. მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს“, – თქვა დანი ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა მცველმა „იუვენტუსში“ 2016-2017 წლების სეზონი გაატარა და 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დანი ალვეშმა ერთ სეზონში ამაზე მეტი გოლი მხოლოდ 2020 წელს, „სან პაულუში“ გაიტანა (7).

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …