მთავარი / სიახლეები / დანილო: “როცა ერთიანები ვართ, ჩვენი დამარცხება ძნელია”

დანილო: “როცა ერთიანები ვართ, ჩვენი დამარცხება ძნელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ითამაშოს, რადგან გუნდი ერთად იმარჯვებს და ერთად მარცხდება.

„მადლობა კაპიტანო (მიმართავს დელ პიეროს – რედ) სასიამოვნო სიტყვებისთვის. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო და დავეხმარო ბიჭებს, რომლებიც ჩემზე ნაკლებად გამოცდილები არიან. ძალიან ბედნიერი ვარ „იუვეში“, ვიპოვე სახლი და ვცდილობ ნდობას და სიყვარულს, რომელსაც აქ ვგრძნობ მოედნიდან ვუპასუხო.

მარჯვნიდან მარცხნივ თამაშის შესაგუებლად 5-10 წუთი დამჭირდა, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია მარჯვნივ თამაში. თუმცა, საკმარისია ხელმისაწვდომი ვიყო, მერე ყველაფერი ადვილდება, რაღაც შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ გუნდის დასახმარებლად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

წესები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს კომპაქტურობა, რომელსაც დიდი ხანი ვეძებდით. მოხდა თაობის შეცვლა, ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა და ამიტომ კომპაქტურობა ცოტა დაიკარგა. ვიღაც შეცდომას უშვებს, ეს თვითონაც იციან, მაგრამ ამაზე არავინ მიუთითებს, რადგან გუნდი ვართ, როცა ერთი ცდება, ე.ი. ყველა ცდება, როცა ვიგებთ, ესეც ყველას დამსახურებაა. თუ ერთმანეთისთვის ვთამაშობთ, ძნელად დასამარცხებლები ვართ, ეს არის ჩვენი ძალა“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, ხოლო „ფრაიბურგს“ ერთი კვირის შემდეგ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …