მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ”

ალეგრი: “საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზების მხრივ უნდა მოუმატოს.

„კიეზამ ტკივილი იგრძნო, ახლა საერთოდ არაფერი ვიცით მის მდგომარეობაზე, სიტუაცია უნდა შეფასდეს, ყველას იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია. ბევრი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული, მაგრამ ჯანმრთელად არიან სულე, მირეტი, ფაჯოლი. ბონუჩიმ კარგად ითამაშა, ვწუხვარ, რომ კინი „სამპდორიასთან“ დისკვალიფიცირებულია, რადგან ეს მნიშვნელოვანი მატჩია და შემდეგ მივდივართ მილანში „ინტერთან“ სათამაშოდ, სადაც პირდაპირ კონკურენტთან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ფრაიბურგში ადვილი არ იქნება. დადებითია ის, რომ ბევრი მომენტი შევქმენით, მათ სივრცეები მოგვცეს, რაც უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. მთავარია სწორი დამოკიდებულება გვქონდეს და თავდადებით ვითამაშოთ. კარგი ინტენსივობის თამაში იყო, ტექნიკურადაც ხარისხიანი, საბედნიეროდ მეტოქის გოლზე ხელით თამაში იყო. ბოლო პასებში ბევრი შეცდომა დავუშვით.

მოთამაშეები მწიფდებიან, რადგან „იუვეში“ არსებობს წესები. საჭიროა ხასიათი და მორალური თვისებები. დღეს კმაყოფილი ვარ კინით, მაგრამ ასეთი დონის მატჩებში გადამწყვეტი პასები უშეცდომო უნდა იყოს.

გოლი არ გავუშვით და სახლში მოვიგეთ, არ იყო ადვილი რთული მეტოქის წინააღმდეგ. მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. ახლა „სამპდორიაზე“ უნდა ვიფიქროთ და მერე საპასუხო შეხვედრაზე. „რომასთან“ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ბალანსი გვჭირდება. ალექს სანდრო „სამპდორიასთან“ ნამდვილად ვერ ითამაშებს, დი მარიას მდგომარეობაც უნდა შეფასდეს. კოსტიჩი ოქროს ბუჭია, სერიოზული პროფესიონალია და შესანიშნავ სეზონს ატარებს. პოგბა? ჩვენ აბსოლუტურად ყველა გვჭირდება.

მირეტი დაბრუნდა და კარგი 45 წუთი ჩაატარა. ვლაჰოვიჩით კმაყოფილი ვარ, რადგან ფიზიკურად ბევრად უკეთაა, მშვიდად უნდა დარჩეს, რადგან ალბათ კვირას გოლს გაიტანს, თავდამსხმელებში ასე ხდება. კიეზაზე ამ დროისთვის არაფერი ვიცით, ვერ ვიტყვი როგორაა, რადგან როგორც კი გასახდელში შევედით დოპინგკონტროლზე წაიყვანეს და არც მინახავს. პოგბა? ვფიქრობ, დღეს მატჩის საყურებლად დროულად მოვიდა (იღიმის). ჩვენ მას დავეყრდნობით, ისევე, როგორც ყველას“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, ხოლო „ფრაიბურგს“ ერთი კვირის შემდეგ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …