მთავარი / სიახლეები / გადაწყდა – მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსში” ბრუნდება

გადაწყდა – მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსში” ბრუნდება

ტურინის “ოუვენტუსს” მასიმილიანო ალეგრი გაწვრთნის. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და უახლოეს საათებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ალეგრის და კლუბს შორის შეთანხმება შედგა. მაქსს მადრიდის “რეალიც” იწვევდა, მაგრამ ესპანურ კლუბს უარი ორჯერ შეუთვალა. ალეგრი ანდრეა პირლოს შეცვლის, რომელიც გუნდს 1 სეზონის შემდეგ დატოვებს.

პირლომ “იუვეს” იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის ჩემპიონატში გუნდმა ნამდვილად წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, რაც ცვლილების საფუძველი გახდა.

მასიმილიანო ალეგრი კი “იუვენტუსში” ორწლიანი პაუზის მერე ბრუნდება. მან 2014-2019 წლებში კლუბს 11 ტიტული მოაგებინა, გუნდიდან წასვლის შემდეგ კი ორი სეზონი უმუშევარი იყო.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …