მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “ვამაყობ, რომ ამ ფანტასტიკური მაისურით 100-ზე მეტი გოლი გავიტანე”

რონალდუ: “ვამაყობ, რომ ამ ფანტასტიკური მაისურით 100-ზე მეტი გოლი გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი გოლებია ასახული მიმდინარე სეზონში გატანილი. რონალდუ წერს, რომ ამაყობს „იუვენტუსში“ 100-ზე მეტი გოლი რომ გაიტანა.

„ყველა გოლს თავისი ისტორია აქვს და ყოველთვის გუნდის ძალისხმევის შედეგია. ყოველთვის! ვამაყობ, რომ სერია A-ს პირველი ბომბარდირი ვარ 2008 წლის შემდეგ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს და ვამაყობ, რომ ამ ფანტასტიკური მაისურით 100-ზე მეტი გოლის გაყანა და ვამაყობ, რომ ჩემს კარიერაში მე-11-ედ მივაღწიე სეზონში 40-ზე მეტ გოლს. და, ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა! ხვალიდან იწყება ახალი თავგადასავალი პორტუგალიასთან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ტიტულის დასაცავად!“, – დაწერა ინსტაგრამში რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან დღემდე 133 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა. მას კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ ბევრი საუბარია, რომ ზაფხულში „იუვეს“ დატოვებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …